წლიდან წლამდე პეკინის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება. იმისათვის რომ პრობლემა აღმოიფხვრას და პეკინი არსებულ მგზავრთნაკადს და ტურისტებს გაუმკლავდეს, ჩინეთის დედაქალაქის მთავრობამ ახალი აეროპორტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა და უკვე გამარჯვებულიც გამოავლინა. უკვე ცნობილი, რომ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერმინალი ექნება. უცხოური მედია წერს, რომ Beijing new airport terminal building-ი წელიწადში 45 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.
აეროპორტი დასინის რაიონში, პეკინის ცენტრიდან 46 კილომეტრის დაშორებით განთავსდება. კომპლექსი მთლიანად 2680 ათას ჰექტარზე განთავსდება.