სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის იარაღით მომარაგებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში სეხვედრებს მართავს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუკის" გვერდზე ვკითხულობთ. "დავიწყე შეხვედრა "მაგნიტსკის სიის" ავტორ, სენატორ კარდინაბთან. ასევე, შეხვედრას გავმართავ სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტებთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. თემა უკრაინის შეიარაღებაა. 34 შეხვედრა 3 დღეში- ჩემი სტანდარტებით ეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკია,"-წერს სააკაშვილი.