ლონდონში ბრიტიშ ავარდსის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოვების ტრიუმფატორი მომღერალი ედ შირანი გახდა, რომელიც წლის საუკეთესო ბრიტანელ მუსიკოსად დაასახელეს. მისი ალბომი კი წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს. წლის უცხოელი მომღერლის სტატუსი ტეილორ სვიფტმა მოიპოვა, ბრიტანეთის საუკეთესო მომღერალი ქალი კი პალომა ფეიტი გახდა. საუკეთესო სინგლეს ნომინაციაში მარკ რონსონის "აპტაუნ პარკმა" გაიმარჯვა, წლის ბრიტანულ ჯგუფად კი "როიალ ბლუდი" დაასახელეს.