თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, რომელიც აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებები სამი მარტიდან რვა მარტის ჩათვლით ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. კვირეული 3 მარტს მთაწმინდის პარკში კონცერტით გაიხსნება, რომელშიც ცნობილი მომღერალი ქალბატონები შვილებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. იმავე დღეს ფონდ “იავნანას” საიუბილეო საქველმოქმედო კონცერტი “ნინო ქათამაძე და მეგობრები” აიმართება. კვირეულის ფარგლებში ასევე მოეწყობა მხატვარ ქალთა გამოფენა, გაიმართება სპეკტაკლისა და კინოს ჩვენება და მოეწყობა სამეფო თეატრში და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მსახიობები ლიტერატურულ მუსიკალურ პერფორმანსს წარმოადგენენ.
აღნიშნული ღონისძიებების ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ქალბატონები, მრავალშვილიანი დედები, მოხუცთა თავშესაფრის ბინადარი და პრობაციონერი ქალბატონები იქნებიან.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ პროექტებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. აღნიშნული საკითხები განსახილველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.