მეტროსადგურმა „ღრმაღელე" მუშაობა განაახლა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, მეტროპოლიტენის დაკეტილ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა 14:00 საათიდან აღდგა.
მეტროსადგურ „ღრმაღელესთან" სანიაღვრე კოლექტორის დაზიანების გამო, რამაც გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია, მეტროსადგური 18 თებერვალს, საღამოს 20:30 საათიდან დაიკეტა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულეს გვირაბის დაზიანებული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე კომპანია „GWP"-ს ბრიგადები, რომლებმაც ასევე დაასრულეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები