თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დაამტკიცა.
საბჭოს შექმნა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მისი მიზანი შშმ პირებთან დაკავშირებით საქალაქო პოლიტიკის შემუშავებაა.
საბჭოს ეყოლება აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერიის 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის 11 ექსპერტისგან დაკომპლექტდება.