ხვალ, 16 თებერვალს 12:00 საათზე, სასტურმო ,,რედისონში" საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციისათვის რეკომენდაციათა პაკეტს წარმოადგენენ.
რეკომენდაციები ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა: ადამიანის უფლებათა ცენტრი; განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ემუხლი; კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის; საზოგადოებრივი დამცველი; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
შეხვედრას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესაბაზე მოქმედი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.