საყდრისის გადარჩენის კომიტეტი საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, საბადოზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილია არტეფაქტებია, რომელთა გამოკვლევასაც ისინი ითხოვენ.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები გეგმავენ ხვალ მიმართონ პარლამენტს რათა მათ წარადგინონ საკუთარი კანდიდატები საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.
პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითებში კახა კოჟორიძე კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, მას ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთან ერთად სარჩელი საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევაზე აქვს შეტანილი.
მასალის გამოყენების პირობები