საავტომობილო კლუბი "სუბარუ ქლაბ ჯორჯიამ" "ვისოლ ჯგუფთან" ერთად გუდაურში, თოვლიან საფარზე. უპრეცენდენტო ავტო შეჯიბრი მოაწყო. ღონისძიება გუდაურის ყველაზე დიდ ავტოსადგომზე ჩატარდა, სადაც „სუბარუს" მარკის 20 სარბოლო ავტომობილი თოვლში ექსტრემალური მანევრირებებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
ექსტრემალურ წყვილთა რბოლაში პირველი ადგილი დავით ხაჩიძემ, მეორე ადგილი ზაქრო ნოზაძემ და მესამე ადგილი მალხაზ კობახიძემ მოიპოვა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „გუდაურის განვითარების ფონდი", სასტუმრო „მარკო პოლო", სასტუმრო „ალპინა" და კომპანია „ყაზბეგი".
"სუბარუ ქლაბ ჯორჯია" 2009 წელს დაარსდა და დღესდღეობით კლუბი უკვე დაახლოებით 3000 წევრს აერთიანებს. "სუბარუ ქლაბ ჯორჯია" სპორტული გუნდებითაა წარმოდგენილი პროფესიულ ავტოსპორტში - წყვილთა რბოლასა და რალში და კლუბის გუნდები ორივე სახეობაში 2014 წლის საქართველოს ჩემპიონები არიან.
„სარბოლო ავტომობილებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად აუცილებელია უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავი, რომლის რეალიზაციასაც საქართველოში „ვისოლი" "ეკოს" პროდუქტების სახით საკუთრებაში არსეული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის საშუალებით ახდენს. ზამთრის სეზონზე კი უსაფრთხოებისა და უკეთესი მანევრირებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტომობილის საბურავების ხარისხიც. „ნოაკიანისა" და „პირელის" გამორჩეულად მაღალი ხარისხის საბურავები კი ექსკლუზიურად „ვიანორში" იყდება, შესაბამისად, "ვისოლ ჯგუფი" მოხარულია იყოს მხარდამჭერი საავტომობილო სივრცეში წლის ყველაზე ექსტრემალური ღონისძიებისა", - აცხადებს „ვიანორის" დირექტორი დავით წინწკალაძე.