ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი 30 წლოვან შესანიშნავ ტრადიციას აგრძელებს.
ყოველი 16 თებერვლის 15 საათზე დიდუბის პანთეონში პროფ. გოგი დოლიძის თავკაცობით იკრიბებიან საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები და ყვავილებით ამკობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობის - ლადო მესხიშვილის (1857-1920) სამუდამო განსასვენებელს, მისი სულის მოსახსენიებლად ატარებენ სამოქალაქო პანაშვიდს, მოწიწებითა და სიამაყით საუბრობენ იმ დიდ ღვაწლზე, რაც ქართული სცენის მშვენებას, ლადო მესხიშვილს მიუძღვის ჩვენი კულტურის განვითარების საქმეში.
დასის წევრის, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის თქმით, ამ 30 წლოვან შესანიშნავ ტრადიციას აგრძელებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი (თავმჯდომარე - პროფ. გოგი დოლიძე), რომელიც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქვეყნის მრავალი კუთხიდან ჩამოსულ სკოლის მოსაწავლეებთან ერთად ორშაბათს დიდუბის პანთეონში ამ სახელოვანი ხელოვანის საფლავთან შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.