თბილისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე და მურთაზ შელია 72-ე საჯარო სკოლაში კონფერენციას თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი " დაესწრნენ.
მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმრებს თამბაქოს მოწევის მავნებლობის თემაზე პერფორმანსი წარმოუდგინეს და დეტალურად ისაუბრეს იმ დაავადებებზე, რომლებსაც თამბაქოს მოწევა იწვევს.
კონფერენციის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ბავშვებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო ღონისძიებისთვის და მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს მეტი დრო დაუთმონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
,,ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშვებს სწორად ესმით ეს საკითხი და კარგი იქნება თუ ანალოგიურ აქციებში ყველა სკოლა ჩაერთვება. აუცილებელია ჩვენს მომავალ თაობას თავიდანვე ჩავუნერგოთ, რომ თამბაქოს მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის", განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბავშვების სპორტულ ღონისძიებში ჩართულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კრწანისის რაიონის მსგავასად, დედაქალაქის ყველა რაიონი აქტიურადაა ჩართული სპორტული მოედნებისა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობაში.
,, მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ მთელი თბილისის მასშტაბით შევქმნათ ალტერნატივები სპორტული ღონისძიებებისა თუ სხვა შემოქმედებითი თვალსაზრისით, რაც ბავშვებს კიდევ უფრო გაუხალისებს ცხოვრებას. ჩვენი მიზანია მომავალმა თაობამ მეტი დრო დაუთმოს ჯანსაღ ცხოვრებას და ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისთვის, სადაც თამბაქოს მოწევას ეჩვევიან",- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები