თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურსაკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისისმუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზემომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა დეპუტატებს საბჭოს აღმასრულებელიმდივნის კანდიდატურად რატი იონათამიშვილი წარმოუდგინა, რომელმაც საკრებულოსდეპუტატებს საბჭოს სტრუქტურა, სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიუხელმძღვანელებს, ხოლო მისი შემადგენლობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 9საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელით და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე(შშმ) პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების 11 წარმომადგენელითიქნება დაკომპლექტებული.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, საბჭოს შექმნის იდეა თბილისის მუნიციპალიტეტისმერს, დავით ნარმანიას ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა.
კომისიის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაცსაბჭოს შექმნის იდეა მოიწონეს.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კომისიის სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან სამომავლო თანამშომლობის მზადყოფნა გამოთქვა.