საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაატა ბურჭულაძეს იუბილეს ულოცავს
"ბატონო პაატა,
გულითად გილოცავთ დაბადების დღეს.
ფასდაუდებელია თქვენი წვლილი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრებასა და განვითარებაში, საქართველოს, როგორც დიდი ტრადიციების მქონე თანამედროვე კულტურული ქვეყნის, პოპულარიზაციასა და მისი იდენტობის განსაზღვრაში.
განსაკუთრებულად პატივსაცემია საქველმოქმედო მოღვაწეობა, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში ეწევით და დაუღალავად იღვწით საზოგადოებაში თანადგომისა და სოლიდარობის ფასეულობების დასამკვიდრებლად.
გისურვებთ დღეგრძელობას, მხნეობასა და მრავალ შემოქმედებით წარმატებას", - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.