დღეს, , 11 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოისმენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ანგარიშებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
ანარიშს დეპუტატებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა სოფრომაძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე წარუდგენენ.
„2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" საქართველოს სახლახო დამცველის ანგარიშით 12 სახელმწიფო უწყებას მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც 2014 წლის პირველი აგვისტოს დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა. შესაბამისად ამ დადგენილებით, 12 სამინისტროს დაევალა რეკომენდაციების შესრულება. ვალდებულების მიხედვით მათ 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საკუთარი ანგარიშები უნდა წარმოადგინონ.
სულ 2015 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაწერილი გრაფიკის მიხედვით 11 სახელმწიფო უწყების ანგარიშს მოისმენს.