თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერის ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის საკითხზე სასაუბროდ დებატებში იწვევს.
,,,მე მინდა პირდაპირ მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამ საკითხის განსახილველად საჯაროდ მე მზად ვარ ნებისმიერ ეთერში, თქვენს ეთერში, ან მისთვის სასურველ ნებისმიერ მოედანზე შევხვდე და გამოვიწვიო სწორედ ამ საკითხის განხილვაში. იგი ძალიან სულსწრაფად გამოვიდა და გააკეთა განცხადებები სადაც რამდენიმე ტყუილი თქვა. თუკი შერჩა მას არგუმენტები და თავმოყვარეობა ღია ეთერში დავსხდეთ და გავარკვიოთ და საზოგადოებას სიცხადე შევუტანოთ ამ საკითხებში", _განაცხადა ალასანიამ ,,რუსთავი-2"-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები