ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილისდეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალის სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ნანუაშვილის აპარატიდან აცნობე 2015 წლის 9 თებერვალს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის #115 საჯარო სკოლის დირექტორს შეისწავლოს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი ლ.ღ-ს სამსახურიდან გათავისუფლების საქმე და კანონის შესაბამისად მოახდინოს დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ლ.ღ-ს განცხადება სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დროს შრომითი ურთიერთობები ჩერდება; შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის დროებითი და არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამასთან, კოდექსის 37-ე მუხლში ჩამოთვლილია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები, რომელთაგან არც ერთი მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ლ.ღ-ს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში განიხილა ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განუხრელი შესრულების აუცილებლობა.
მასალის გამოყენების პირობები