დღეს საქართველოს ეროვნული ბანკში, „უანგარო დონორის" აქცია - „აჩუქე სიცოცხლე: გახდი დონორი" მოეწყო, რომელშიც ბანკის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს. ამ აქციაში მონაწილეობით, მათ საშუალება მიეცათ უანგაროდ ჩაებარებინათ სისხლი და ამით გამოეხატათ თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდებათ.
სისხლის გაღების აქციაში, რომლის მიზანიც უანგარო დონაციის პოპულარიზაციაა, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მონაწილეობს და მომავალშიც გეგმავს მსგავს ღონისძიებებში ჩართვას.
აქცია ეროვნულ ბანკში სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია საქართველოში, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.
მასალის გამოყენების პირობები