უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის რვა პირმა თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარდგინებაზე უარი განაცხადეს: დარეჯან გოგიბერიძემ, ნუნუ კვანტალიანმა, დავით მამისეიშვილმა, დავით სულაქველიძემ, იური ტაბუცაძემ,. ნათია წკეპლაძემ, ლადო ჭანტურიამ, თინათინ ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასრულდა საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი.
ოცდათექვსმეტ წარდგენილ პირთაგან რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.