აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ახალ მოკავშირეებს ეძებს. ოფიციალური ვიზიტით ვლადიმერ პუტინი ეგვიპტეს ეწვია. კრემლის ლიდერი შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისისთან გამართავს. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სირიის კრიზისს განიხილავენ. ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებამდე პუტინი ქაიროს ოპერას სტუმრობდა, სადაც მის საპატივცემულოდ გალა-კონცერტი გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები