დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავჭალის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე, რაიონის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
დეპუტატის განცახადებით, იმის მიუხედავად რომ ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ საჭიროებს დეტალურ შესწავლას და დროულ რეაგირებას.
„რაიონში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებია აქტუალური, რომლებიც ადამიანების სიცოცხლისათვის საჭირო ისეთ საკითხებთან ასოცირდება, როგორიცაა, სასმელი წყლის სისტემის, საკანალიზაციო ქსელის ან განათებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ჩვენ დღეს ადგილზე ვეცნობით თითოეულ ასეთ პრობლემას, რათა ოპტიმალურ ვადებში მოხავდინოთ მათზე რეაგირება. ასეთი კი, საკმაოდ ბევრია",- განაცხადა კობა კობალაძემ და
მაგალითისთვის სოფელ გლდანში არსებული წყალსაკანალიზაციო სისტემის პრობლემა მოიყვანა.
დეპუტატის თქმით, ერთ-ერთმა კომპანიამ მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც მთლიანად შეიცვალა წყალსაკანალიზაციო ქსელი. თუმცა, როგორც კობალაძემ აღნიშნა, ძალიან მალე მოსახლეობა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული სამუშაოები უხარისხოდ იქნა ჩატარებული. შესაბამისად, როგორც სასმელი წლის, ისე საკანალიზაციო მილები და სისტემა, მთლიანადაა შესაცვლელი და განახლებას საჭიროებს.
დღესვე ავჭალის რაიონის მაჟორიტამა დეპუტატმა, წყალსადენის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულა, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწიათ დახმარება. კერძოდ, შენობა, სადაც მათი თქმით,ზამთრის დადგომასთან ერთად შეუძლებელი გახდა ცხოვრება, გადაიხურა და დღეის მდგომარეობით აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია.
კობა კობალაძის თქმით, რაიონში სხვა პრობლემებიც არსებობს, თუმცა პირველ რიგში პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხების მოგვარებას ენიჭება.