კიევის პატრიარქმა ფილარეტმა ,,უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვის გამო" 29 ქართველი მოხალისე-ოფიცერი დააჯილდოა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვასილი ბუდიკი წერს.
ბუდიკის ცნობით, დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა, რომელმაც სიტყვა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა.