თბილისის სასწავლო უნივერისტეტში სკოლის დირექტორებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც 50-მდე საჯარო სკოლის დირექტრი ესწრებოდა, თბილისის სასწავლო უნივერისტეტის რექტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა სოლომონ პავლიაშვილმა იმ საერთაშორისო მემორანდუმებზე ისაუბრა, რომელიც სასწავლებელს ევროპის გავლენიან უმაღლესებთან აქვს გაფორმებული.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ურთიერთობა ვარშავის საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერების უნივერსიტეტთან, რომელიც აგრარული მიმართულებით, ევროპის უმაღლესი სასწავლებლების სამეულში შედის. მემორანდუმით, ვარშავის საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების უნივერსიტეტი, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სპეციალური საშეღავათო პირობებით მიიღებს. ამასთან, ქართული და პოლონური სასწავლებლები ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პრფესორ-მასწავლებლები კი, კვლიფიკაციის ამაღლების მიზნით, ვარშავაში გაემგზავრებიან. გარდა ამისა, პოლონეთის უმსხვილესი უმაღლესი სასწავლებელი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შესაბამის საგრანტო პროგრამებში ჩართავს და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაშიც დაეხმარება.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპის პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი კერძო ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს," - აღნიშნა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა, რომელმაც 50-მდე სკოლის დირექტორს უნივერისტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც გააცნო.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ, სკოლის დირექტორებმა ხაზი გაუსვეს, რომ კარგი იქნება, თუ ღია კარის დღე ტრადიციულ სახეს მიიღებს, რაც მათ დაეხმარებათ, რომ საჭიროების შემთხვევაში, აბიტურიენტებს სასაწვლებლის შერჩევაში დახემარონ.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს უნივერსიტეტის 20-წლიან ისტორიაზე ფილმი აჩვენეს.
მასალის გამოყენების პირობები