ინგუშეთის მთავრობაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა საქართველოსა და ინგუშეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაზე იმსჯელეს.
საკითხი საავტომობილო ტრასისა და რკინიგზის მშენებლობას შეეხო.
ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ინგუშეთის პრემიერ-მინისტრი აბუბაქარ მალსაგოვი თავმჯდომარეობდა.
პრემიერი საქართველოს მიმართულებით რეგიონალური მნიშვნელობის მქონე ავტოტრასისა და რკინიგზის მშენებლობის რამდენიმე ვარიანტს გაეცნო.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ექსპერტთა ჯგუფი ჩამოაყალიბონ, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობებს შეისწავლის და ამ საკითხებს საქართველოს ხელისუფლებასთან შეათანხმებს.
მასალის გამოყენების პირობები