2015 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებას ჩააბარებენ.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
აქამდე ასარჩევი საგნების ნუსხა ასე გამოიყურებოდა: ლიტერატურა,ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, წელს კი სამოქალაქო განათლებაც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია ხვალ, 10 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება და 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.