კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო ბუნებრივი გაზის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 6 თებერვლის №19 ბრძანების შესაბამისად ა(ა)იპ ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" 26 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო საქმის მოკვლევა გაზის დისტრიბუტორი კომპანიების მიერ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღევის ფაქტზე.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო შეეცდება მოკვლევის ინტერესების დაურღვევლად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული საქმის მიმდინარეობის შესახებ", განმარტავენ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები