კომპანია The Spaceship Company-ის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი, კოსმოსური ტურისტებისათვის, ახალ ხომალდს აგებს.
ხომალდი SpaceShip Two, რომელიც მხოლოდ კომერციული ფრენებისთვის იყო შექმნილი, 2014 წელს გამოცდისას "დაიღუპა".
Gismeteo წერს, რომ მიუხედავად ამ მარცხისა, ბენსონი გაჩერებას არ აპირებს და ახალი კოსმოსური ხომალდების აგებას აპირებს, რათა დედამიწიდან კოსმოსური ტურიზმი განავითაროს.
ბიზნესმენის დაკვეთით უკვე სრულდება. მეორე, SpaceShip Two -ის აწყობა და მისი გამოცდა მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.
"საცდელი ფრენების განხორციელება მიმდინარე წელს იგეგმება", აღნიშნეს კომპანია Virgin Galactic-ში, რომლის მოვალეობაც ხომალდის კომერციული ფრენების განხორციელებაა.
Virgin Galactic-ში აცხადებენ, რომ დედამიწიდან კოსმოსში ტურისტების გაყვანას უკვე 2016 წლიდან დაიწყებენ.
უკვე ცნობილია, რომ SpaceShip Two 100 მლ სიმაღლეზე იფრენს. SpaceShip Two-ს საშუალებით ფრენა 250 ათასი დოლარი ეღირება და ის 2 საათს გასტანს. კოსმოსურ ხომალდზე 2 ეკიპაჟის წევრი და 6 მგზავრი განთავსდება.
კომპანიაში კოსმოსურ ტურისტად უკვე დარეგისტრირდა 880 ადამიანი, მათ შორისაა თავად ბრენსონი და მისი 2 შვილი.