საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, მოსალოდნელია ნალექი მთიან და მაღალმთიან რაიონებში უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით.
,,ამჟამად დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონები წვიმს და მაღალმთიან რაიონებში თოვს და უახლოეს დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. მოსალოდნელია ნალექი მთიან და მაღალმთიან რაიონებში უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით", _განამარტა დოდო გვაზავამ.
მისივე განცხადებით, წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. რაც შეეხება დღის ტემპერატურას დედაქალაქში ჰაერი 6 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება აღმოავლეთ საქართველოში ჰაერი აქ 3-8 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსამდე გათბება.