ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალაქ რიაზანთან სარატოვში მცხოვრები ,,კანონიერი ქურდი" ნოე წულაია, იგივე ,,ნოე" დაიღუპა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Sarinform- ი იუწყება.
,,ნისანის" მარკის ავტომობილს, რომელშიც 64 წლის ნოე წულაია იჯდა, სარატოვის მკვიდრი 38 წლის ქალი მართავდა.
მოძრაობის დროს მას საჭე აერია, თავისი გზიდან გადავიდა და საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთო მანქანას შეეჯახა.
სალონში მჯდომი კრიმინალური ავტორიტეტი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხონში დაბადებული ნოე წულაია, რომელიც ქურდად 1974 წელს ქსნის კოლონიაში ,,აკურთხეს," სარატოვში 1988 წლიდან ცხოვრობდა.