თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მუხიანის რაიონში მდებარე 173-ე, 153-ე, 184-ე, საბავშვო ბაღები მოინახულეს.
მოსახლეობის თხოვნით, ბაგა-ბაღებში დამატებით რამდენიმე ახალი ჯგუფი გაიხსნა, რომელიც სათანადო ინვეტარით, გასახდელებით, სამზარეულოთი და ინდივიდუალური სველი წერტილებით აღიჭურვა.
ქეთევან ჯოხაძის ინფორმაციით, 8 ახალი ბაღების გახსნა არსებული ფართების ოპტიმიზაციის ხარჯზე მოხდა.
,,ბაღების ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ'',-განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციისა და ჯგუფების გადატვირთულობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები დამატებითი ჯგუფების გახსნით თითქმის მოიხსნა.
ახალ ჯგუფებში 45 ადამიანი, მათ შორის აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე დასაქმდებიან. საბავშვო ბაღებში დამატებითი ჯგუფები მოწყობა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც მიმდინარეობს და მათი ნაწილი თებერვლის ბოლოს გაიხსნება.