დიდუბის რაიონში 2015 წლამდე მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო ფუნქციონირებდა, რაც არსებული ბენეფიციარებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
ვლადიმერ ძნელაძისა და რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ბაგრატიონის ქ.N65-ში კიდევ ერთი უფასო სასადილო გაიხსნა. ამასთან, მკვეთრად გაუმჯობესდა სამტრედიის ქ.N4ა-ში უკვე არსებული სასადილოს მომსახურებისა და საკვები პროდუქტების ხარისხიც, რაც გამგეობის, მუნიციპალიტეტისა და დეპუტატის ბიუროს მხრიდან მუდმივი კონტროლის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ამ ეტაპზე, აღნიშნული პროგრამით 1250-მდე ადამიანი ისარგებლებს.
ვლადიმერ ძნელაძის საკანონმდებლო ინიციატივით,სასადილოების მენეჯმენტს ტენდერში მოგებული ორგანიზაცია 3 წლის განმავლობაში განახორციელებს.
აქამდე ეს ვადა მხოლოდ ერთი წლით განისაზღვრებოდა.
აღნიშნულ ფაქტს სერვისის გამცემი ორგანიზაციებიც მიესალმებიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამით მათ ეფექტიანი მომსახურებისა და ხარისხზე ორიენტირებულობისთვის მოტივაცია საგრძნობლად გაეზარდათ.
მასალის გამოყენების პირობები