6-8 თებერვალს აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Balttour 2015. აჭარა გამოფენაზე წარდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.
გამოფენაში მონაწილეობის მიზანია აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და რეგიონით დაინტერესებულ ახალ ტურისტულ კომპანიებთან კავშირების დამყარება. საერთაშორისო გამოფენა Balttour 2015 ბალტიისპირეთის მთავარ ტურისტულ ფორუმად არის აღიარებული.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში, საქართველოში ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა განსაკუთრებითაა გაზრდილი.