E 60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება. აგარა-ზემოოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი ტექნიკისა და რესურსის მობილიზება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობა, დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი 12კმ სიგრძის ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.დაიგება 4-ზოლიანიცემენტ-ბეტონისსაფარისგზა. ასევე, განხორციელდებას ხვადასხვა ხელოვნური ნაგებობების: 2 სატრანსპორტო კვანძის, 4 სახიდე გადასასვლელის, 20 წყალგამტარი რკინაბეტონის მილის ადა 3 სამეურნეო გასასვლელის მშენებლობა.
აგარა-ზემოოსიაურისმონაკვეთის (კმ19-კმ31) მოდერნიზაციისსამუშაოებიმსოფლიობანკისდაფინანსებითხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალი სშემადგენელი ნაწილიადა მას ტენდერში გამარჯვებული საერთაშორისო, ქუვეითური კომპანია "Copri Construction Enterprises W.L.L"-ი აშენებს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 6 კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები