დღეს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ორგანიზებით, თერჯოლის ჰოსპიტალში კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და ანგიოლოგიური პროფილის პაციენტებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები მიმდინარეობს.
სამედიცინო აქცია 10 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. თერჯოლის ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის გამოცდილი კარდიოლოგთა გუნდი, კარდიოქირურგ ნიკოლოზ ვაშაყმაძესთან ერთად გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგიურ პროფილის პაციენტებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. იმერეთის მოსახლებას საშუალება აქვს რეგიონიდან გაუსვლელად დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მიიღოს დასავლური სტანდარტების შესაბამისი კარდიოლოგიური მომსახურება, როგორც კარდიო თერაპია, ასევე ინტერვენციული კარდიოლოგია და კარდიოქირურგია.
დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებული სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სამსახური ემსახურება რეგიონში გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მკვეთრად შემცირებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.