რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელმა ბოლო 16 წლის მაქსიმუმი შეადგინა. "როსსტატის" ინფორმაციით, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 3,9 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, გაიზარდა სურსათის ღირებულებაც. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბოსტნეული 22,1, შაქარი- 19,1, კვერცხი- 6,9, თევზი- 6,5, მაკარონი- 5,7, პური- 3,6, ხორცი- 3,2, ალკოჰოლი კი 1,9 პროცენტით გაძვირდა. ერთადერთი პროდუქტი, რომლის ღირებულებაც შემცირდა, არაყია.