6 თებერვალს, 10 საათზე, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მიწის მენეჯმენტის და ამ სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების, მათი გადაჭრისა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი"; თავისუფლების მოედანი 4