აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს კიევში ჩავლენ.
ოფიციალურ პირებთან საუბრის შემდეგ, ორი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელი პარასკევს კიევიდან მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.
ფრანსუა ოლანდის თქმით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე უნდა განიხილონ ახალი სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მიმდინარე ბრძოლების შეწყვეტას შეუწყობს ხელს.