ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი ერთმანეთს მოსკოვში ხვალ შეხვდებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მხარეები აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისს განიხილავენ. არ არის გამორიცხული, საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი დღეს კიევშიც ჩავიდნენ.