ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ვლადიმერ პერმიაკოვი შესაძლოა ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხონ. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი LifeNews იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ჯარისკაცი გიუმრის სამხედრო ბაზაზე გადაყვანამდე ჩიტაში მსახურობდა. სომხეთში გადაყვანამდე კი მან ერთი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ტრაგედია სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი თვის წინ დატრიალდა. სამხედრო ბაზიდან გაქცეული ჯარისკაცი თავს ავეტისიანების ოჯახს დაესხა და 7 ადამიანი, მათ შორის, 2 თვის ბავშვი მოკლა.