დღეს, 4-თებერვალს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით უკრაინაში, ქ.კიევში გაემგზავრება, სადაც სახელმწიფო მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაველ კლიმკინთან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დადაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრა უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან კალმან მიჟეისთან.
დაგეგმილი ვიზიტის დეტალები სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან ვასილი ციბენკოსთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაზაფხულზე რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებს.
მასალის გამოყენების პირობები