ქართული ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 28 იანვრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.0144 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.2712 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0182 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0301 პუნქტით დაეცა.
27 იანვრის მდგომარეობით კი 1 დოლარი/1.9962 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.2411 ლარი ღირდა.
მასალის გამოყენების პირობები