საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა 5 ახალ ადგილწარმოშობის დასახელებაზე გასცა მოწმობა. ამიერიდან ნატურალური მინერალური წყლები - "მიტარბი", "სქური", "უწერა", "ბოლნისი" და "ზვარე" დაცული იქნება გაყალბებისგან. ამ დასახელებების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად, მეწარმეები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში.
გარდა ამისა, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როდესაც ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ევროკავშირის ბაზარზე მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქცია, გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება. მომხმარებელს ამგვარი დასახელებებით მონიშნული პროდუქტი, მიანიშნებს მის მაღალ ხარსიხზე და განსაკუთრებულ თვისებებზე, ეს კი ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციას, ევროკავშირის ბაზარზე დაიკავოს ხარისხიანი და მაღალფასიანი პროდუქციის სეგმენტი.