2014 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 5 მლნ 493 ათას 492 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.
2014 წელს, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლნ 339 ათას 262 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 97,2%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 3%-ით მეტია.
2014 წელს, ამერიკიდან შემოსულია 34 420 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,6%). აღნიშნულ პერიოდში, აზიის ქვეყნებიდან შემოვიდა 74 971 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 1,4%), ახლო აღმოსავლეთიდან 38 640 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,7%), აფრიკიდან - 4085 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 2 114 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ ვიზიტორთა 0,04%).
აღსანიშნავია, რომ ზრდა აღინიშნება ამერიკის და ევროპის ქვეყნებიდან შემოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობაში, კერძოდ, მიმდი-ნარე წელს გასულ წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა ამერიკიდან, ხოლო, 3%-ით ევროპიდან შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რიცხვი.
მასალის გამოყენების პირობები