"პროკრედიტ ბანკის" ინფორმაციით, 2014 წელს ბანკის დასახული კურსისა და სტრატეგიის შესაბამისად მოხდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფილიალების ქსელის ოპტიმიზაცია და განახლება.
"პროკრედიტ ბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის/ გენერალური დირექტორის ასმუს როტნეს განმარტებით, 2014 წელს ჩამოყალიბდა სამი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი, სამ სტრატეგიულ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებს მიენიჭათ რეგიონალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილიალებში მომუშავე ბიზნეს მრჩეველები მოემსახურებიან არა მხოლოდ თავიან ქალაქებს, არამედ ახლომდებარე რეგიონებსაც და ბიზნეს მრჩევლები ადგილზე გაუწევენ კლიენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.
განსაკუთრებული ყურადღება 2014 წელს კლიენტებისთვის დახვეწილი, კომფორტული და მოსახერხებელი დისტანციური სერვისების შეთავაზებაზე გაკეთდა. მიმდინარე წელს განახლებული ყველა ფილიალი აღიჭურვა თვითმომსახურების ზონით, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღონ დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.
განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახა 2014 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე,
კლიენტთა მთლიანი სახსრები გაიზარდა 5%-ით და 592 მილიონი ლარი შეადგინა
მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7%-ით გაიზარდა და 760 მილიონი ლარი შეადგინა
2014 წლის წმინდა მოგებამ კი 24 მილიონი ლარი (13 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ამონაგები საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16%-ია.
საერთო ჯამში, 2014 წელი "პროკრედიტ ბანკი საქართველო"-სთვის მორიგი წარმატებული წელიწადი იყო და იგი კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები