დღეს, 27 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლარის კურსთან დაკავშირებით,მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრებიან.