2015 წელს "პროკრედიტ ბანკი" ბაზრის წილის ზრდას, ბანკის ძირითადი საორიენტაციო სეგმენტის გათვალისწინებით აპირებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ/ გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ განაცხადა. 2015 წელს საკრედიტო პორტფელის ზრდასთან ერთად, იგეგმება ბანკის მოზიდული სახსრების ზრდა ბიზნეს სეგმენტში.
"2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ "პროკრედიტ ბანკი" მომხმარებლებს ინოვაციურ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გვსურს ჩვენმა კლიენტებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობა იგრძნონ საბანკო მომსახურების შესრულებისას და თავადაც შეძლონ გარკვეული ოპერაციების განხორციელება მათთვის ხელსაყრელ პირობებში, ნებისმიერი დროს ნებისმიერი ადგილიდან"- განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
როგორც ბანკის მენეჯმენტი აცხადებს, 2015 წელს დაგეგმილია ასევე თვითმომსახურების სივრცის გაფართოება და უფრო მეტი სერვისების ხელმისაწვდომობა. რაც 2015 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მიზნის მისაღწევად დას ტექნოლოგიური განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.