2014 წელს საქართველოს აეროპორტებმა 3 %-ით მეტი ტვირთი გაატარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მიერ მიერ გატარებულია 19 659,075 ტონა ტვირთი, ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 19 122,955 ტონას შეადგენდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს 2,8%-ით მეტი ტვირთის გატარება მოხდა ვიდრე 2013 წელს და 19 %-ით მეტი ვიდრე 2012 წელს.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს ყველაზე ტვირთი თბილისის აეროპორტმა (16 902,142 ტონა) გაატარა, ზრდამ 2013 წლის მონაცემებთან კი 252,47 %-ი შეადგინა. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს ზრდამ 283,65 %-ი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები