საქართველოში მსოფლიო ბანკის დახმარების პროექტის ფარგლებში დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა განხორციელდება. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ამ მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსა მინისტრი ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს, თავად კი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრი ასევე იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც.
,, ეს სისტემა მოქმედებს თითქმის ყველა ჩვენნაირ განვითარებადი ტიპის ქვეყანაში და ამ სისტემის მთავარი მიზანი არის, რომ წვრილი დეპოზიტარი იყოს დაცული ეკონომიკაში სხვადასხვა რყევებისგან ეკონომიკაში. ეს სისტემა აპრობირებულია საერთაშორისო გამოცდილებით და არავითარი ინოვაციური ამაში არ არის. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად განსახორციელებელი პროექტია საქართველოში. ამას გარდა, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც, რომ ეს სისტემა დავნერგოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.