Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ძმებმა კუაშებმა, პარიზიდან 35 კილომეტრში, ქალაქ დამარტენ-ან-გოელში მძევალი აიყვანეს. ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციაში არსებულ წყაროზე დარყდნობით იტყობინება.
ამჟამად პოლიცია მისდევს ატომობილს, რომელიც შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ უაზიდან გაიტაცეს.
შვიდ იანვარს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმით, ტერორისტები თავს დაესხნენ თავისუფალი სამყაროს იდეას, შეეცადნენ მოეკლათ ის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც თავის დროზე სწორედ საფრანგეთში დაიბადა და დღეს მთელს მსოფლიოს ასაზრდოებს.თუმცა, მე მწამს, რომ ეს უდიდესი ტრაგედია გახდება საფუძველი, ტერორიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად და იმ იდეების მსოფლიოში გასავრცელებლად, რომელსაც შეეწირნენ შვიდი იანვრის ტერორისტული აქტის მსხვერპლნი", _- აღნიშნავს კოლეგებისადმი გაგზავნილ წერილში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები