საქართველოს  საზღვრის მიმდებარედ  მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,  4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 4:43 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. 
არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად  მიწისქვეშა ბიძგები ყვარელში იქნებოდა შესამჩნევი.