პოლონეთის პირველი პირის, ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ გარდაცვალებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე "დიდ უბედურებას" უწოდებს.
"ეს არის დიდი უბედურება როგორც პოლონელი ხალხისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" შევარდნაძემ.
ამასთან, ედუარდ შევარდნაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეგობარი ქვეყნის პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ედუარდ შევარდნაძე დიდ თანაგრძნობას უცხადებს ავიაკატასტროფაში დაღუპული დელეგაციის წევრთა ოჯახებსა და ახლობლებს.